13-04-2020
პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თვმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ ბიუროს სხდომაზე საფინანსო საბიუჯეტო მიმართულებით გაწეული სამუშაოს შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის პირველი კვარტალი შესრულდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მან ეს განაცხადა იმ მონაცემების მიხედვით, რომლებიც ხაზინისგან და ფინანსთა სამინისტროსგან აქვს. „ციფრები, რომელიც ჩვენ გვქონდა დაგეგმილი სახელმწიფო ბიუჯეტში გახლდათ შემდეგი, რომ პირველ კვარტალში შემოსულობების კუთხით უნდა მიგვეღო 3 მ ილიარდ 465 მილიონი ხოლო მივიღეთ 3 მილიარდ 736 მილიონი, ეს არის თითქმის 271 მილიონით მეტი დაგეგმილზე.
გადასახადები, სადაც ჩვენ ძალიან მგრძნობიარე პოზიციები გვაქვს, აქაც ასევე 160 მილიონით მეტი მივიღეთ პირველ კვარტალში დაგეგმილი 2 მილიარდ 512 მილიარდის ნაცვლად მივიღეთ 2 მილიარდ 673 მილიონი. ყველა კუთხით გადასახადების გეგმა შესრულდა გარდა ერთისა, მცირე დანაკლისი არის აქციზში.
ასევე არის ხარჯების ნაწილშიც. ხარჯებიც შესრულებულია და უფრო მეტიც, თითქმის 235 მილიონით მეტი გასწია ფინანსთა სამინისტტრომ და ხაზინამ, რისი უფდლებაც მათ აქვთ და გამომდინარე საგანგებო მდგომარეობიდან და ეს ბუნებრივიც არის. ეს ხარჯები გაწეული არის იმ საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე, რაც კორონავირუსთან დაკავშირებით გვაქვს. ეს მონაცემები ცხადია ვერ გაგრძელდება მეორე კვარტალში ასეთი მდგომარეობით, პრობლემები აშკარად მოჩანს აპრილის თვეში, ჩვენ შემოსავლები გვაკლდება უკვე, განსაკუთრებით საგადასახადო ნაწილში და პრობლემა ჩამოყალიბდება აშკარად ასევე მაისშიც, და ამ თვალსაზრისით ჩვენ ეს პრობლემები , ასე ვთქვათ, სრული სახით გვექნება უკვე მაისში საგადასახადო კუთხით და შემოსავლები სერიოზულად დააკლდება ბიუჯეტს“.
ირაკლი კოვზანაძის თქმით, დეფიციტთნ დაკავშირებით ქვეყანას დაგეგმილი აქვს ბიუჯეტში 2,5 % -იანიდეფიციტი, მაგრამ მას შემდეგ რაც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან დაფინანსებას მივიღებთ, ეს დეფიციტი ჯერადად გაიზრდება. –„ჩვენს საერთაშორისო საფინანსო პარტნიორებთან ერთად ვფიქრობთ, რომ ქვეყანა ეკონომიკურ რეცესიაში შევა და აქ ედქან გამოომდინარე, არა თუ ზრდა, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტში გვქონდა დაგეგმილი მთლიანი შიდა პროდუქტის 4,5%-ით ზრდა, გვექნება უარყოფითი - 4 ან - 5%. თუმცა ეს ციფრები ყველაფერი იქნება სახელმწიფო ბიუჯეტში, რომელსაც ჩვენ ველოდებით, რომ ფინანსთა სამინისტრო შემოიტანს ამ ცვლილებებით მაისში“.
ახლა რაც შეეხება თვითონ საფინანსო სექტორს და მის მზაობას, ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, არსებილ კრიზისს, რომელიც ჩამოყალიბებულია მსოფლიოში და საქართველოშიც, საფინანსო სექტორი ხვდება მომზადებული. საფინანსო სექტორის 90% საბანკო სექტორია, ინსტიტუციურად მომზადებულია ორივე მიმართულება, როგორც მონეტარული, ასევე ფისკალური და ის რეფორმები, რომლებიც, მთავრობამ, ეროვნულმა ბანკმა და პარლამენტმა გაატარა 3 -4 წლის განმავლობაში, შესაძლებლობას იძლევა ითქვას, რომ ყველანაირი ბუფერები არსებობს, რათა ამ ინსტიტუტებმა, რომლებიც ფრონტ ოფისში არიან არსებულ კრიზისთან მიმართბაში, ეს პრობლემები დაძლიონ.- „სტრეს ტესტები, რომელსაც დღეს საბანკო სექტორისთვის აკეთებს ეროვნული ბანკი, იძლევა საშუალებას ითქვას, რომ კაპიტალის ბუფერები, ლიკვიდობის კოეფიციენტები და გადახდის უნარიანობა არის საერთაშორისო სტაანდარტებში და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი“.
საფინანსო-საბიუჯეტიო კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ფინანსთა სამინისტროს კომერციული ბანკებიდან ნაშთები გადმოაქვს და აკუმულაციას აკეთებს ეროვნულ ბანკში. რაც გამოწვეულია იმით, რომ ფინანსთა სამინბისტრომ უნდა გადაიხადოს თავისი ვადადამდგარი ვალდებულებები. თავის მხრივ, საფინანსო სექტორმა, განსაკუთრებით საბანკო სექტორმა და მიკროსაფინანსო სექტორმაც სამთვიანი ვალდებულებების გადავადება მოახდინა მოსახლეობისთვის, ამან გამოიწვია გარკვეული ლიკვიდობის შემცირება. აქედან გამომდინარე ცენტრალურმა ბანკმა გარკვეული ლიკვიდობის ინსტრუმენტები შესთავაზა, ეს არის დაახლოებით 400 მილიონის ფარგლებში, რომ ლიკვიდობა შენარჩუნებული იყოს, -„დღეს, ამ კრიზისის დროს, მინდა ვთქვა, რომ მთავარია ლიკვიდობა, ლიკვიდობა და ლიკვიდობა იქნას შენარჩუნებული, ამ შემთხვევაში ყველა ეს ნორმატივი და კოეფიციენტი არის დაცული და აქედან გამომდინარე, მე კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ საფინანსო სექტორი ამ რკიზისისთვის არის მზად“.
რაც შეეხება საერთაშორისო საფინანსო ინსრტიტუტებისაგან მისაღები დახმარებებს, ირაკლი კოვზანაშის თქმით, რამდენიმე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი არის ჩართული მოლაპარაკებებში., რომლებსაც აწარმოებს ეროვნული ბანკი თავის მხრივ და მეორეს მხრივ მთავრობა - ფინანსთა სამინისტრო. მოლაპარაკებებში ჩართულია საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი, ევროპის საინვსეტიციო ბანკი, ევროპული გაერთიანება, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი და ფრანგული იუსეიდი. „მოლაპარაკება თითქმის ყველგან დასასრულისკენ მიდის, ზოგიერთმა უკვე გამოაცხადა და უახლოესი რამდენიმე დღის განმავლობაში იქნება განცხადება საერთაშორისო სავალუტო ფონდისგანაც რა მოციულობის თანხაზეა საუბარი. თანხები იქნება ორი მიმართულებით - ერთი საბიუჯეტო მიმართულებით, მეორე - ცენტრალური ბანიკის რეზერვისკენ. რაც იმას ნიშნავს, რომ იქნება საბიუჯეტო დახმარება და რეზერვები.
მე შემიძლია გითხრათ, რომ თანხები საბიუჯეტო მიმართულების იქნება დახმარების სახით და იქნება საკმარისი იმისათვის, რომ ქვეყანამ ამ პრობლემას და ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებს გაუძლის, თუმცა ეს არ იქნება ერთბაშად, იქნება რამდენიმე ტრანშად, ალბათ ამ წლის განმავლობაში ორად და ასევე იქნება მომავალი წლისათვის“, განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.