გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ახმეტაში სანადირო თოფიდან გასროლილმა ტყვიამ შუახნის მამაკაცის სიცოცხლე იმსხვერპლა

13-04-2020

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ არგოხში შუახნის მამაკაცი თოფიდან გასროლილ ტყვიას ემსხვერპლა, უბედური შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცმა იარაღი სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთში ფრინველებზე სანადიროდ გაიტანა.

მათივე თქმით, იარაღი მწყობრიდან იყო გამოსული და გასროლის დროს ტყვია უკან დაბრუნდა, რის შედეგადაც, მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

შემთხვევას ექსპერტ-კრიმინალისტები სწავლობენ. გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

პია

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930