გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნიკა გვარამია ბოდიშს იხდის

19-03-2018

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, ადამიანებს, რომლებიც ტელეკომპანიის თანამშრომლებს თავს დაესხნენ, ის მორწმუნეებს ვერ უწოდებს და მოძალადე ადამიანს მორწმუნედ ვერ განიხილავს.


ამასთან, მათ, ვისი გრძნობებიც გაბუნიას მიერ გაკეთებული განცხადებით შეილახა, გვარამიამ არხის სახელით ბოდიში მოუხადა.


„არხის სახელით მინდა ბოდიში მოვუხადო ყველა იმ მორწმუნეს ვისი გრძნობებიც უნებურად შეილახა ჩვენი ჟურნალისტის განცხადებებით, თუმცა, ამ მორწმუნეებში არ ვგულისხმობ იმ ადამიანებს ვინც აქ იყვნენ, ეს ადამიანები არ განიხილებიან ჩვენს მიერ ქრისტიანებად. არცერთი მოძალადე არ განიხილება ჩვენს მიერ ქრისტეს მიმდევრად და შესაბამისად, მათ შორის ამ ადამიანებს არ ვგულისხმობთ“-განაცხადა გვარამიამ.


მისივე თქმით, დღეს დილიდან „რუსთავი 2“-ის ეთიკის საბჭომ განიხილა განცხადება, რომელიც ეხებოდა კონკრეტული პირის რელიგიური გრძნობების შელახვას გაბუნიას განცხადებების გამო.


„ყველას შევახსენებ რომ იერო ქრისტე არ არის მხოლოდ მართლმადიდებლური აღმსარებლობის საკუთრება და მასთან დაკავშირებული განცხადებები ლახავს ყველა რელიგიური კონფესიის წარმომადგენლის გრძნობებს. გიორგი გაბუნიას საყვედური გამოეცხადა"-განაცხადა ნიკა გვარამიამ.
ტელეკომპანიასთან დღეს მომხდარი დაპირისპირების დროს პოლიციამ „ქართული მარშის“ წევრები დააკავა. ნაცემია „რუსთავი 2“-ის ერთი ჟურნალისტიც.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031