გაიგე განსხვავებული

ხუთშაბათი, ივლისი 24, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საპატრიარქოში ეკატერინე ტიკარაძე და ამირან გამყრელიძე მივიდნენ

13-04-2020

საპატრიარქოში სასულიერო პირებთან შესახვედრად რამდენიმე წუთის წინ ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე მივიდნენ.

მთავრობის წარმომადგენლებსა და საეკლესიო პირებს შორის საუბრის თემა, სავარაუდოდ, სააღდგომო ლიტურგია იქნება. 

დღის პირველ ნახევარში, საპატრიარქოში, სავარაუდოდ, სასულიერო პირებსა და პატრიარქს შორის შეხვედრა გაიმართა - "კურიერის" კამერამ რამდენიმე სასულიერო პირი დააფიქსირა, რომლებიც საპატრიარქოს ეზოში მანქანებით შევიდნენ.

შეხვედრა ილია მეორესა და სინოდის გარკვეულ წევრებს შორის ჯერ კიდევ წინა კვირას იყო დაანონსებული. მთავარი თემა საგანგებო მდგომარეობის დროს სააღდგომო მსახურება და სასულიერო პირების ტესტირება უნდა ყოფილიყო. 

rustavi2

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031