14-04-2020
ჭიათურის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა. სოფელ ითხვისში ახალგაზრდა მამაკაცი ოჯახში თბილისიდან იყო ჩასული და ექვს აპრილს მეზობლის სამძიმარზე იმყოფებოდა.
მამაკაცი, თბილისში, რესპუბლიკურ საავადმყოფოშია, მოთავსებული.
იმერეთის გუბერნატორის ზვიად შალაბერიძის თქმით, ჭიათურაში ჯერჯერობოთ ზომების გამკაცრება არ იგეგმება.
"ჭიათურაში ეპიდემიოლოგები მუშოებენ, გვაქვს სავარაუდო კონტაქტები, ასევე ვმუშაობთ ყველა კონტაქტის გამოვლენაზე- რა კონტაქტებიც დაინფიცირებულს ითხვისში სტუმრობის დროს ჰქონდა. ამ ეტაპისთის, დაახლოებით 10-15 კონტაქტია მოკვლეული. მათ რეკომენდაცია აქვთ მიცემული, დარჩნენ თვითიზოლაციაში "-განაცხადა შალაბერიძემ.