გაიგე განსხვავებული

ხუთშაბათი, ივლისი 24, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
უკრაინის პოლიციამ ჩერნობილთან ხანძრის გაჩენაში მეორე ეჭვმიტანილი დააკავა

14-04-2020

უკრაინის პოლიციამ 37 წლის კაცი დააკავა, რომელიც ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მახლობლად ხანძარის გაჩენასთან კავშირშია ეჭვმიტანილი.

პოლიციის ცნობით, ადგილობრივი სოფლის მკვიდრმა თავის სახლთან ახლოს ნაგავი დაწვა, დანჩენები კი ურიკით ტყესთან ახლოს გადაყარა, საიდანაც ცეცხლი ხმელ ბალახს წაეკიდა. როცა ძლიერი ხანძარი გაჩნდა, კაცმა სახანძროში ან პოლიციაში არ დარეკა და ცეცხლის ჩაქრობა დამოუკიდებლად სცადა, თუმცა უშედეგოდ.

მანამდე დააკავეს კაცი, რომლმაც ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მახლობლად ხანძარი გააჩინა. სამართალდამცველების ცნობით, ეჭვმიტანილი 27 წლის, წარსულში ნასამართლები კაცია. როგორც მან პოლიციელებს აუხსნა, ტყეში ბალახს ცეცხლი გასართობად წაუკიდა. ის სასამართლოს წინაშე წარდგება.

ატომური ელექტროსადგურის ზონაში ხანძარი 4 აპრილს გაჩნდა, რომელმაც 25 ჰექტარი მოიცვა. მისი ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება.

imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031