24-12-2017
შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, დღის წესრიგში არა კრიმინალური პოლიციის გაძლიერება, არამედ კრიმინალური პოლიციის ეფექტურობის ზრდა დგას და ამისთვის ერთმნიშვნელოვნად საჭიროა მისი რეფორმა.
ეს განცხადება მინისტრმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში გააკეთა.
"რეფორმის ძირითადი არსი და შინაარსი მისი რამდენიმე ფუნქციის გამიჯვნაა. მაგალითად, დღეს კრიმინალურ პოლიციის სისტემაში გასაძლიერებელია გამოძიების კომპონენტი, ისევე როგორც დეტექტიური კომპონენტი. ის საჭიროებს უფრო მკაფიო სტრუქტუირებას და ჩენ ვამბობთ, რომ კრიმინალურ პოლიციაში, ერთი სისტემის ქვეშ, სინერგიის ეფექტის შესანარჩუნებლად უნდა გამოვყოთ დეტექტიური ოპერატიული მუშაობის და საგამოძიებო კომპონენტები.
საგამოძიებო კომპონენტის გაძლიერება დღეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ის რეფორმები რომლებიც ტარდება სასამართლოში და პროკურატურის სისტემაში, დანაშაულის დამტკიცების, დასაბუთებისა და გამოძიების ახალ სტანდარტს ქმნის. შესაბამისად ფაქტია, რომ დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემა ამ მიმართულებით უფრო მაღალი სტანდარტის დაკმაყოფილებას საჭიროებს. ეს ძირითადი გამოწვევაა"-განაცხადა მინისტრმა.
მისივე თქმით, მეორე ნაწილია ეგრეთწოდებული „უბნის ინსპექტორების“ კომპონენტი, რომელიც ასევე ერთმნიშვნელოვნად, პირველ რიგში საჭიროებს რეფორმირებას, რადგან ფაქტობრივად, მისი შინაარსობრივი ნაწილი გამქრალია.
"მას არ უნდა ჰქონდეს გამოძიების კომპონენტი, მას უნდა ჰქონდეს პრევენციისა და ინფორმაციიის შეგროვების ვალდებულება.
მერწმუნეთ, დღეს რომ გვყავდეს უსაფრთხოების ოფიცერი, სამოქალაქო ოფიცერი და ა.შ. ის ღონისძებები რომელიც ჩვენ გუშინ და დღეს ჩავტარეთ, შეიძლება ბევრად იშვიათად, ან საერთოდ არ დაგვჭრდეს, რადგან უფრო მეტი დეტალური ინფორმაცია გვექნება"-განაცხადა გახარიამ.
15-02-2025