გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია: მივმართავთ პრეზიდენტს, უახლოესი დღეების განმავლობაში მიმართოს პარლამენტს, 10 მაისამდე საგანგებო მდგომარეობის ქვეყნის მასშტაბით გაგრძელების თაობაზე

14-04-2020

ჩვენ მივმართავთ პრეზიდენტს, უახლოესი დღეების განმავლობაში მიმართოს პარლამენტს, საგანგებო მდგომარეობის ქვეყნის მასშტაბით გაგრძელების თაობაზე, 10 მაისამდე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის ის აუცილებელი ნაბიჯები, რომელიც მისაღებია იმისთვის, ქვეყანა რომ ვირუსის გავრცელების შენელების ახალ ეტაპზე გადავიდეს.

„მე მინდა თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მოვუწოდო, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ეს შეზღუდვები არის უზარმაზარი დისკომფორტის მონტანი, როგორც ჩვენი ყოველდღიური ცხოვრებისთვის, ასევე ჩვენი შემოსავლებისთვის, ეკონომიკისთვის, ბიზნესისთვის, კომპანიებისთვის, სამუშაო ადგილებისთვის, მაგრამ ეს არის ის აუცილებლობა, რომელიც ჩვენ უნდა მივიღოთ და თითოეული ჩვენგანი ამას უზარმაზარი პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ. ეს არ არის პერსონალური პასუხისმგებლობა ჩვენს მიმართ, ეს არის პასუხისმგებლობა იმ სოციუმის მიმართ, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, , - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისი თქმით, რაც უფრო ზუსტად შესრულდება დაწესებული ამ შეზღუდვები, მით უფრო სწრაფად გახდება შესაძლებელი იმ შემსუბუქების გეგმის განხორციელება, რომელიც ეკონომიკის და ბიზნესთან მიმართებაში მთავრობას აქვს შემუშავებული .

“COVID19-თან ბრძოლა არ არის მხოლოდ ერთ ფრონტზე, ეს გახლავთ ბრძოლა ორ ფრონტზე - ჩვენი მოქალაქის ჯანმრთელობის და ეკონომიკის გადარჩენის ფრონტზე. რაც უფრო თანმიმდევრულები ვიქნებით და რაც უფრო ზუსტად შევასრულებთ ამ შეზღუდვებს, მით უფრო სწრაფად შევძლებთ იმ შემსუბუქების გეგმის განხორციელებას, რომელიც ეკონომიკის და ბიზნესთან მიმართებაში მთავრობას შემუშავებული აქვს. ეპიდემიოლოგიური რისკები და ეკონომიკის აღდგენის დაწყების ეტაპი პირდაპირ კავშირშია. ჩვენ ყველა უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ COVID19 არის მოვლენა ჩვენს ცხოვრებაში, რომელსაც ჩვენ უნდა შევეგუოთ და უნდა მივეჩვიოთ, როგორც პირბადით, ასევე ხელთათმანებით შრომას, ყოველდღიურ ცხოვრებას, უნდა გავიაროთ ეს ადაპტაცია. ჩვენი ჯანდაცვის სისტემა უნდა იყოს მზად გარკვეული რაოდენობის ინფიცირებული ადამიანების სწორი და წარმატებული მართვის“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930