გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნიკოლოზ მჭედლიშვილი: როგორც კი დავამარცხებთ მტერს, ჩვენ გვექნება უდიდესი ეკონომიკური და ფინანსური დახმარება დასავლეთიდან

14-04-2020

რაც დღეს პრემიერის მხრიდან გაცხადდა, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ჯამში $3.5 მილიარდს მივიღებთ. მე იმედი მქონდა ერთიდან ორ მილარდამდე დოლარიდ დახმარების,- ამის შესახებ ნიკოლოზ მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ექსპერტი იმ ფინანსურ დახმარებაზე საუბრობს, რომელსაც საქართველო დასავლეთისგან მიიღებს.

"პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გამოაცხადა ამ წუთებში საგანგები მდგომარეობის გამკაცრების შესახებ. ეს სიმკაცრე გაგრძელდება 10 მაისამდე. არის ძალიან კარგი ამბავიც - როგორც კი დავამარცხებთ მტერს, მწამს, აუცილებლად დავამაცხებთ ვირუსს და გავიმარჯვებთ ამ ომში, ჩვენ გვექნება უდიდესი ეკონომიკური და ფინანსური დახმარება დასავლეთიდან: საერთაშორის სავალურო ფონდი მოგვცემს $447 მილიონს; ევროკავშირი და საერთაშორისო ბანკები სახელმწიფოს გამოუყოფენ $1.5 მილიარდს; იგივე საერთაშაშორისო საფინანსო ორგანიზაციები გამოუყოვენ ქართულ კერძო სექტორს კიდევ დამატებით $1.5 მილიარდს. მეგობრებო, მე იმედი მქონდა ერთიდან ორ მილარდამდე დოლარიდ დახმარების. ამან, რაც დღეს პრემიერის მხრიდან გაცხადდა, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ჯამში $3.5 მილიარდს მივიღებთ. ჩვენ უკვე გამარჯვებულები ვართ, უბრალოდ ცოტა კიდევ მოვითმინოთ და გავიჭირვოთ“,- წერს ნიკოლოზ მჭედლიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930