გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი ცუცქირიძე: გვაქვს კარგი შანსი ამ კრიზისიდან უფრო გაძლიერებულიც კი გამოვიდეთ

14-04-2020

ვიყოთ ფრთხილათ და ყველაფერი კარგად იქნება, ამ კრიზისიდან გვაქვს კარგი შანსი უფრო გაძლიერებულიც კი გამოვიდეთ; ეს უპრეცედენტო 3 მილიარდიანი საერთაშორისო დახმარების გამოყოფაც, გასულ წლებში ქვეყნის პროგრეს და საერთაშორისო აღიარებასაც ნისნავს და ამის წინაპირობა იქნება,- წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი საბანკო-საფინანსო საკითებში გიორგი ცუცქირიძე.

მისი თქმით, ქვეყანა გადადის სრულმაშტაბიან შიდა გავრცელების მეტად სახიფათო და მაღალრისკიან ეტაპზე და უნდა გვესმოდეს, რომ იმ ქვეყნებში სადაც იყო დაყოვნება ან ეკონომიკის "დაპაუზების" შიშით არ მიიღეს მკაცრი საკარანტიო ზომები, გავრცელების მაშტაბებიც მაღალია და სამწუხაროდ, ლეტალური შედეგებიც.

,,პრემიერ გახარიას გადაწყვეტილება 10 მაისამდე საკარანტინო რეჟიმის გახანგრძლივებაზე და პარარელურად ოთხ დდ ქალაქში თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში ტრანსპორტის შესვლის აკრძალვაზე, არის ყველაზე დროული და გამართლებული გადაწყვეტილება. ქვეყანა გადადის სრულმაშტაბიან შიდა გავრცელების მეტად სახიფათო და მაღალრისკიან ეტაპზე. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ იმ ქვეყნებში სადაც იყო დაყოვნება ან ეკონომიკის "დაპაუზების" შიშით არ მიიღეს მკაცრი საკარანტიო ზომები, გავრცელების მაშტაბებიც მაღალია და სამწუხაროდ, ლეტალური შედეგებიც. ვერც ქართველი ექიმების თავდადება, ვერც მათი მაღალი პროფესიონალიზმი და ვერც მაღალგანვითარებული ჰოსპიტალური ქსელი ვერ გახდება ვირუსის შეჩერების გარანტი. ეს ყველაზე კარგად ისრაელში გამოჩნდა, სადაც არის საკმაოდ მაღალი დონის ჰოსპიტალური ქსელიც და მედიცინაც თავისთავად, უმოკლეს დროში მოხდა ნაკლებად კრიტიკული წერტილიდან დაავადების ნახტომისებური ზრდა თანმდევი ლეტალური შედეგებით. ვერანაირი საერთაშორისო მხარდაჭერა და ვერც სოლიდური თუნდაც 3 მილიარდიანი ფინანსური დახმარების პაკეტი ვერ გვიშველის თუ ეპიდემიის მაშტაბები პიკურ მაჩვენებლებზე გავიდა სიტუაციის დამძიმებისას, საკარანტინო ვადის კიდევ 3 თვით გაგრძელებას, ეკონომიკა უბრალოდ ვერ გაუძლებს, რადგან ფაქტიურად ორი კვარტლის მთლიანად ჩავარდნას ნიშნავს, რის შედეგადაც რეცესიის და ინფლაციის მაშტაბები არა თუ გაანულებს ეკონომიკის ზრდას არამედ გადავალთ რა უარყოფით მაჩვენებლში, ქვეყანა შევა ღრმა რეცესიაში, რომლიდანაც გამოსვლას შეიძლება წლებიც კი დაჭირდეს. ვიყოთ ფრთხილად და ყველაფერი კარგად იქნება, ამ კრიზისიდან გვაქვს კარგი შანსი უფრო გაძლიერებულიც კი გამოვიდეთ; ეს უპრეცედენტო 3 მილიარდიანი საერთაშორისო დახმარების გამოყოფაც, გასულ წლებში ქვეყნის პროგრეს და საერთაშორისო აღიარებასაც ნისნავს და ამის წინაპირობა იქნება"-აცხადებს ექსპერტი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930