გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საგანგებო მდგომარეობის ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით პარლამენტის სხდომა, სავარაუდოდ, 21 აპრილს გაიმართება

14-04-2020

„საგანგებო მდგომარეობის ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტში სხდომა, სავარაუდოდ, 21 აპრილს ჩაინიშნება იმიტომ, რომ ჩვენ ჯერ დაველოდებით პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ამასთან დაკავშირებით. თუ ეს მიმართვა პარლამენტში შემოვიდა 21 აპრილს, არ გამოვრიცხავ, რომ სხდომა 22 აპრილსაც ჩატარდეს, მაგრამ უფრო მეტად მოსალოდნელია, რომ ეს იყოს 21 აპრილი“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, საპარლამენტო უმრავლესობა, ბუნებრივია, მხარს დაუჭერს საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას.

„დღეს ჩვენ გვაქვს ეტაპი, როდესაც შევდივართ კრიზისულ პერიოდში და ეს პერიოდი უნდა გადავაგოროთ ისეთივე წარმატებით, როგორც ეს წინა კრიზისულ პერიოდებში მოახერხა ხელისუფლებამ, მოახერხეს ექიმებმა და რაც ყველაზე მთავარია, მოახერხა საზოგადოებამ. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ახლა საზოგადოება სახელმწიფოს და სახელმწიფო საზოგადოებას მაქსიმალურად გვერდით უნდა დაუდგეს იმისათვის, რომ ჩვენ შევძლოთ, რაც შეიძლება მინიმალური რისკით გავიაროთ ეს პერიოდი. აქედან გამომდინარე, იმისათვის, რომ ჩვენ ეს რისკები შეძლებისდაგვარად მინიმუმამდე დავიყვანეთ და მაქსიმალურად შევაკავოთ ვირუსის გავრცელება, საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას, ბუნებრივია, საპარლამენტო უმრავლესობა მხარს დაუჭერს“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930