გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია:სურსათის მარაგზე, განსაკუთრებით 9 საბაზისო პროდუქტზე, არანაირი რისკები არ არსებობს და მეტსაც გეტყვით, არც იარსებებს

14-04-2020

მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ინფორმაცია ვრცელდება, რომ „ევრაზიულმა კავშირმა“ ექსპორტი აკრძალა და ა.შ. სასურსათო მარაგების, განსაკუთრებით, იმ 9 საბაზისო სასურსათო პროდუქტზე, რომლის ჩამონათვალიც არსებობს, არანაირი რისკები ქვეყანაში არ არსებობს, მეტსაც გეტყვით, არც იარსებებს. - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში კორონავირუსთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მთავრობამ უნდა გააკეთოს ყველაფერი, რომ მოქალაქეებს ჰქონდეთ ამ პროდუქტების შეძენის ფინანსური შესაძლებლობა.

„სასურსათო პროდუქტების პრობლემა არ იქნება. ჩვენ, მთავრობამ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს ჰქონდეთ იმის საშუალება, რომ არ ჰქონდეთ ფინანსური შეზღუდვა, ეს პროდუქტები შეიძინონ. ეს იქნება მთავარი გამოწვევა ეკონომიკისა და ჩვენი, თორემ პროდუქტი იქნება საკმარისზე მეტი,“- განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930