15-04-2020
ამ ხელისუფლებამ ისე რომ ჩქამი არ გაგვიგია მათგან რას აკეთებენ დღე და ღამე, 3 მილიარდი დოლარი დადეს 1-წლიანი ფული,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ კონსულტანტმა საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში, ლაშა ნაცვლიშვილმა „იმედის“ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა და ისაუბრა თუ რა განსხვავებაა „ნაციონალური მოძრაობის“ და „ქართული ოცნების“ დროს საქართველოსთვის გამოყოფილი საერთაშორისო ფინანსურ დახმარებას შორის.
„2008 წლის ეკონომიკური კრიზისი დაიწყო ნოემბერში. შესაბამისად, როდესაც 4 მილიარდი გამოუყვეს სააკაშვილის დროს, დალხენიელმა სამყარომ გამოუყო ეს 4 მილიარდი, რომელი მრავალწლიანი იყო და 2008-ში არა, 2009-ში, 10-ში, 11-ში, 12-ში და ითვისებდა ქვეყანა ამ ვალს. ეს იმ ნიათიანებმა, ეფექტურებმა. ხოლო ამ „უნიათო“ ხელისუფლებამ, ისე რომ ჩქამი არ გაგვიგია მათგან რას აკეთებენ დღე და ღამე, მთავრობამ მე მოსმენილი მაქვს, რომ სიძულვილის ენაც დაუშვეს, პოლიტკორექტული ზღვრიდანაც გადავიდნენ და ყველაფრიდან ამ ფულის გამოთხოვაში. კაპუეტებივით, ყველა. შესეული ყველა საფინანსო ინსტიტუტს. 3 მილიარდი დოლარი დადეს 1-წლიანი ფული. ეს ნიათზე რო ვლაპარაკობთ“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.