გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა მდინარაძე: საკითხი, რაზეც სახელმწიფო და ეკლესია ვერ თანხმდება, არ არსებობს

15-04-2020

„არ არსებობს საკითხი, რაზეც სახელმწიფო და ეკლესია ვერ თანხმდება. ოქროს ბალანსი მარტივია. საკითხი სენსიტიურია. ჩვენ არ ვთხოვთ ეკლესიას რომ ეკლესიის კარი დახუროს. ასეთი თხოვნა სახელმწიფოს მხრიდან არ არის, მაგრამ არც ეკლესიის მხრიდან არ არის თხოვნა, რომ რაღაც წესების დარღვევის ხარჯზე განხორციელდეს წირვა“,-ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის ეთერში განაცხადა.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, ახლა არ არის პოლიტიკური სპეკულაციების დრო. მისივე თქქმით, ის დარწმუნებულია, რომ საზოგადოება გაითავისებს პასუხისმგებლობას, მით უფრო, რომ ეკლესია პირიქით მოუწოდებს მრევლს, რომ დაემორჩილონ შეზღუდვებს და კანონს.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ოქროს ბალანსს შედარებით მარტივად დავიცავთ. მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ნებისმიერის მოწოდების შემთხვევაში არც ერთი ადამიანი აღდგომის ღამეს ეკლესიაში არ იქნება, მაგრამ იქნება ძალიან ცოტა ადამიანი ჩემი აზრით, იმიტომ, რომ ყველა გაითავისებს თავის პასუხისმგებლობას. ადამიანი, რომელიც სახლში დარჩება და ისე შეხვდება აღდგომას, არანაკლები მორწუნე შეიძლება იყოს იმაზე, ვინც ეკლესიში მივა. ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. და თუ ჩვენ რეკომენდაციებზე ვსაუბრობთ, არავინ ითხოვს და პირიქით, ეკლესია პირიქით მოუწოდებს მრევლს, რომ დაემორჩილონ შეზღუდვებს და კანონს“,-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ვიცე-სპიკერის განცხადებით, საუბარი არ უნდა იყოს მარტო ეკლესიაზე. მისი თქმით, საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის ნებისმიერ შემთხვევაში სახელმწიფოს ერთნაირად ექნება რეაგირება.

„რაც შეხება იმას, რომ ბზობის დღეს, კონკრეტულ ადგილას მართლაც ძალიან ცუდი სურათი იყო, ისიც უნდა ითქვას, რომ თუ რამდენიმე ასეულ ეკლესიაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე კარგად იცავდნენ სოციალურ დისტანციას, არ ქმნიდნენ პრობლემებს და იქ ვირუსის გავრცელების საფრთხე იყო პრაქტიკულად მინიმუმამდე დაყვანილი, იმ ერთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, იყო ხარვეზი. მე ვფიქრობ, რომ ეკლესიის გარეთ ასეთი შეკრება ნებისმიერ შემთხვევაში, სახელმწიფოს ლეგიტიმური იძულების საშუალებით უნდა იყოს სანქცირებული და შესაბამისი პირები უნდა იყვნენ დაჯარიმებული და ეს მომდევნო დღეებში აღმოიფხვრება, დარწმუნებული ვარ. მაგრამ ჩვენ ასეთი დარღვევები სხვადასხვა ადგილებშიც გვხვდება, მარტო ეკლესიაზე არ უნდა ვილაპარაკოთ. სუპერმარკეტებთან, ირღვევა სოციალური დისტანცია. ყველა უნდა დაჯარიმდეს. დეკრეტის მიერ დადგენილი სანქცია ყველას უნდა შეეხოს აბსოლუტურად და აქედან გამონაკლისი არ უნდა იყოს“,-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.​

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930