გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მოწყვლადი კატეგორიის ოჯახებს ბოლნისის მერიისა და კერძო პირების მიერ შეძენილი 500 სასურსათო პაკეტი დაურიგდება

15-04-2020

ბოლნისის მუნიციპალიტეტში გამოცხადებული საკარანტინო მდგომარეობის გათვალისწინებით, სხვადასხვა კატეგორიის ოჯახებისთვის სასურსათო პაკეტების დარიგება აქტიურად მიმდინარეობს.

 

დღეს მუნიციპალიტეტმა ბოლნისის მერიისა და კერძო პირების მიერ შეძენილი 500 სასურსათო პაკეტი მიიღო. სურსათი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა და ბოლნისის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგი მეშველიანმაა ჩაიბარეს.

 

პაკეტები მოწყვლადი კატეგორიის ოჯახებს ეტაპობრივად დაურიგდება. აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის სურსათი სულ 3000-ზე მეტ სოციალურად დაუცველ ოჯახს, შშმ პირს, პენსიონერებსა და შეჭირვებულ მოქალაქეს დაურიგდა.

 

„დღეს ბოლნისის მერიისა და კერძო პირების მიერ შეძენილი 500 სასურსათო პაკეტი მივიღეთ. პროდუქტები მოწყვლადი კატეგორიის ოჯახეს დაურიგდება. საკარანტინო რეჟიმის დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შეჭირვებული მოქალაქეების გვერდში დგომა, ამიტომ მუნიციპალიტეტი ამ კატეგორიის მოქალაქეებს ყოველთვის დაეხმარება. მინდა კერძო პირებს დიდი მადლობა გადავუხადო ქველმოქმედებისთვის“, -განაცხადა ბოლნისის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930