გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დიმიტრი ხუნდაძე: აქ დათმობა შესაძლოა ძალიან ცუდი შედეგის საფუძველი გახდეს

15-04-2020

„ჩვენ დავდივართ მონიტორინგის განსახოციელებლად რეგიონებში და ვამოწმებთ კლინიკების მზაობას. მოგეხსენებათ, კრიზისულ ფაზაში შევდივართ და პირველი პიკური მატება, რაც აქამდე არ ყოფილა, წინ გვაქვს. დღეს 24 საათის განმავლობაში 30 ინფიცირებულით მატება არის სიგნალი იმისა, რომ შევდივართ შიდა გავრცელების შესაძლო მოჭარბებულ ტალღაში და საჭიროა შესაბამისი მზაობა, რომ სამედიცინო კლინიკები გაუმკლავდეს შესაძლო ზრდას“, - განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ ტვ „იმედის“ ეთერში. მისი თქმით, მატებას ვერ ავიცილებთ, მაგრამ მთავარია, ეს არ იყოს ნახტომისებური ზრდა, რომ მასიური მომართვიანობის პირობებში სამედიცინო სექტორმა დაწოლას გაუძლოს.

„საუკეთესო შემთხვევაში, დღეში არ უნდა იყოს 100-ზე მეტი მატება. ეს ასაწევია ჩვენთვის, მაგრამ მატების დონე დამოკიდებულია არა მხოლოდ ჩვენს ტაქტიკურ სვლებსა და იმ რეგულაციებზე, რაც შემოგვაქვს, არამედ საზოგადოების ქცევაზეც. ამიტომ მე მაშინებს ეს დღეები, რომ არ მივიღოთ ნახტომისებური ზრდა. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა სცენარს ვიხილავთ - მსუბუქსაც, საშუალოსაც და მძიმესაც. არ მინდა მძიმე სცენარზე ვისაუბრო, თუმცა უნდა იცოდეს საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა, რადგან ყველაში არა, მაგრამ საზოგადოების მცირე ნაწილში შეინიშნება პასუხისმგებლობის დეფიციტი, მაგრამ ეს მცირე ნაწილი შეიძლება საფრთხე აღმოჩნდეს პასუხისმგებლობის მქონე იმ დიდი ნაწილისთვის, რომელიც ითვალისწინებს იმ რეგულაციებსა და წესებს, რაც საკოორდინაციო საბჭოს მიერ, ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არის გაცემული.“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

როგორც მან აღნიშნა, ყოველი შემდგომი ფაზის მდგომარეობას წინა ფაზა განაპირობებს.

„შეკავების ფაზა წარმატებით გავიარეთ, რამაც განაპირობა შემდგომი პრეკრიზისული ფაზის გავლა ნაკლები სიმძიმით იმასთან შედარებით, რაც იყო ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, თურქეთში. ჩვენ, ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, შედარებით კარგად გამოვიყურებით, რადგან სწორად გავიარეთ წინა ფაზა. ამ ფაზასაც სწორად გავდივართ, მაგრამ მის ბოლოს საზოგადოების ქცევა ცოტა არ იყოს, სახიფათოა. მოდის დღესასწაულები და გზებზე ამ დღეებში უკვე ჭარბად შეინიშნება ავტომანქანების მოძრაობა. მოქალაქეებს არა მარტო საკუთარი ჯანმრთელობა აბარიათ, არამედ მათ შეუძლიათ ძალიან ცუდი გავლენა მოახდიონ სხვის ჯანმრთელობაზე. ჩვენ ერთად უნდა შევეცადოთ, რომ არ იყოს ნახტომისებური ზრდა. რეგულაციები არის დასაცავი. აქ დათმობა შესაძლოა ძალიან ცუდი შედეგის საფუძველი გახდეს“, - განაცხადა ჯანდაცვისა და სოციალურ საკუთხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

დიმიტრი ხუნდაძე მონიტორინგის ჯგუფთან ერთად რეგიონებში კლინიკებს რამდენიმე მიმართულებით ამოწმებს: კლინიკების ინფრასტრუქტურას, მათ სამედიცინო აღჭურვილობას, მედპერსონალის მომზადების ხარისხს, ინდივიდუალური დაცვის მარაგების მდგომარეობას და სივრცეების განლაგებას, რომ არ იყოს ინფექციათა კვეთა.​

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930