გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
264 შემოწმებული კომპანიიდან ჯანდაცვის გაიდლაინები 224 - მა დააკმაყოფილა

16-04-2020

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის სამუშაო ჯგუფმა 6 – 14 აპრილის პერიოდში, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებთან შესაბამისობის მიზნით, 264 კომპანიის საქმიანობა შეამოწმა.

შემოწმებული კომპანიებიდან 105 ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს. მათგან 79 - მა კომპანიამ ჯანდაცვის სამინისტროს გაიდლაინები სრულად დააკმაყოფილა. რაც შეეხება სხვა დაშვებულ საქმიანობას, სამუშაო ჯგუფმა შეამოწმა 58 კომპანია, რომელთაგანაც 44 კომპანიაში გაიდლაინებს სრულად ასრულებენ. გარდა ამისა, შემოწმების შედეგად შემოწმდა 14 კომპანია, რომელიც ამჟამად საქმიანობას არ ეწევა.

საქმიანობის აღდგენის მოთხოვნით, ეკონომიკის სამინისტროს მიერ გადარჩეული კომპანიებისგან სულ შემოწმდა 101 კომპანია. მათგან 68 კომპანია აკმაყოფილებს მოთხოვნებს, ხოლო 33 კომპანია - ვერა.

რაც შეეხება 14 აპრილის სტატისტიკას, ორი საჯარო უწყების მიერ 40 კომპანიის 41 ობიექტი გადამოწმდა ჯანდაცვის რეკომენდაციების შესაბამისობასთან. აქედან:

შემოწმდა 30 ინფრასტრუქტურული პროექტების განმახორციელებელი კომპანია, საიდანაც ჯანდაცვის რეკომენდაციებთან შესაბამისობის მოთხოვნები დააკმაყოფილა 27 კომპანიამ. ასევე საქმიანობის აღდგენის მოთხოვნით სულ შემოწმდა 9 კომპანია, რომლებმაც ეკონომიკის სამინისტროს მიერ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმის შემვეობით მეშვეობით მოგვმართეს. მათგან 8 კომპანიამ გაიდლაინები დააკმაყიფილა, დანარჩენმა კი - ვერა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930