გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მარინა ეზუგბაია: ახალი 30 ინფიცირებულის კონტაქტების კვლევა მიდის დაწვრილებით!

16-04-2020

"ახალი 30 ინფიცირებულის კონტაქტების კვლევა მიდის დაწვრილებით!"- ამის შესახებ, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

” ამ 30 პაციენტის კონტაქტების კვლევა მიდის დაწვრილებით, განსაკუთრებით ღრმა ჩაძიებით. ალბათ,ნელ-ნელა დადგინდება. იმედი მაქვს, როგორც ყველა კლასტერის რაღაც გარკვეულწილად მოხდა შეჩერება, არა გამრავლება, ლოკალიზაცია მოხდა. თუ ეს შემთხვევები სცილდება ძველს და არის ახალი, იმედი მაქვს ამ კალსტერებსაც ასევე შემოვღობავთ. არ მივცემთ გავრცელების საშუალებას გახდეს უკონტროლო.”-ამბობს ეზუგბაია.

 

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის 336 შემთხვევა არის დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 74 პაციენტი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში სამი პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 5000 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 494.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი. საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 10 მაისამდე გახანგრძლივდება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, 15 აპრილს 21:00 საათიდან, ოთხ დიდ ქალაქში თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში შესვლა და გასვლა იკრძალება. შეზღუდვა ათი დღის განმავლობაში

ipress


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930