გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია: ის მომსახურებები, რომლებსაც საპატრულო პოლიცია მოქალაქეებს აწვდის, უფრო დახვეწილი, მოხერხებული და მიმზიდველი გახდება

25-12-2017

„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო და ვთქვა, რომ ჩვენ არ ვსაუბრობთ საპატრულო პოლიციის რეფორმირებაზე, ჩვენ ვსაუბრობთ რეფორმის ახალ ეტაპზე. მოგეხსენებათ, რომ საპატრულო პოლიცია სერვისებზე ძალზედ ორიენტირებულია. დღეს კი საერთაშორისო ტენდენცია გახლავთ ისეთი, რომ სულ უფრო და უფრო მეტი მოთხოვნა ჩნდება მოქალაქეების მხრიდან საპოლიციო მომსახურეობებზე, საპოლიციო სერვისებზე"-ეს განცხადება შინაგან საქმეტა მინისტრმა გიორგი გახარიამ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში გააკეთა.
მისი შეფასებით, საპატრულო პოლიციის ე.წ. ფრონტ-ოფისი დღეს ასე თუ ისე კარგ მდგომარეობაშია, თუმცა პრობლემები გვაქვს შიდა პროცედურულ თემებთან, შიდა პროცესების მართვასთან.
"ეს ის პრობლემებია, რომლებიც არ გვაძლევს და არ მოგვცემს ამ რეფორმირების შემდგომი ნაბიჯის გადაგმის საშუალებას. ჩვენ საპატრულო პოლიციას ვუყურებთ როგორც ინტეგრირებული სერვისების ერთგვარ პლატფორმას. ეს შეიძლება იყოს 112, იყოს მომსახურების სააგენტო და ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესები და პროცედურები ერთმანეთთან იყოს მჭიდროდ დაკავშირებული, რათა არ მოხდეს ისეთი შემთხვევები, როგორიც მოხდა მაგალითად მართვის მოწმობების საკითხზე რის გამოც ჩვენ მისი გადავადება დაგვჭირდა. რომ აღარ იყოს საჭირო ჩვენი მოქალაქეების მხრიდან ისეთი პროცედურების გავლა, როგორც ეს ხდება ე.წ. “ მე-12 ოთახში“, ერთი ოთახიდან მეორეში სიარული და შედეგ სხვა უწყებაში წასვლა.
ეს ყველაფერი თანამდროვე ტექნოლოგიების პირობებში დაძლევადია და ჩვენ უახლოეს პერიოდში დავიწყებთ ამ რეფორმირებას, რომ ის მომსახურებები, რომლებსაც საპატრულო პოლიცია დღეს აწვდის მოქალაქეებს, იყოს უფრო დახვეწილი, უფრო მოხერხებული და უფრო მიმზიდველი მოქალაქეებისთვის. როდესაც ვსაუბრობ დამატებით სერვისებზე, მოგეხსენებათ, რომ კანონმდებლობა იხვეწება და საპატრულო პოლიციის მიმართ მოთხოვნები უფრო გაზრდილია - ხმაურის წინააღმდეგ ბრძოლა, თამბაქოს მოწევის კონტროლი და ა.შ.
დღეის მდგომარეობით, ამ ყველაფერის განხორციელება საკმაოდ რთულია. ეს ყველაფერი საჭიროებს შიდა პროცედურულ დახვეწას და შიდა პროცედურების, ასე ვთქვათ,ავტომატიზირებას“-განაცხადა მინისტრმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930