გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ქვეყანაში მარცვლეული კულტურების წარმოება შემცირდა

16-04-2020

წინასწარი მონაცემებით, 2019 წელს ხორბლის წარმოებამ 102.5 ათასი ტონა შეადგინა, რაც 4.3 პროცენტით ჩამორჩება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. ქერის წარმოება 5.7 პროცენტით შემცირდა და 54.4 ათასი ტონა შეადგინა. სიმინდის წარმოება 205.9 ათასი ტონით განისაზღვრა, რაც 6.0 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. კარტოფილის წარმოება 12.2 პროცენტით შემცირდა და 208.6 ათასი ტონა შეადგინა. ამასთან, 2019 წლის განმავლობაში წარმოებულია 162.1 ათასი ტონა ბოსტნეული, რაც 14.0 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.

საქსტატის ინფორმაციით, 2019 წლის წინასწარი მონაცემებით, წინა წელთან შედარებით შემცირებულია ხორბლის, ქერის და კარტოფილის საშუალო მოსავლიანობის მაჩვენებლები, გაიზარდა სიმინდისა და ბოსტნეულის საშუალო მოსავლიანობების მაჩვენებლები. გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ხორბლის საშუალო მოსავლიანობამ 2.3 ტონა/ჰა შეადგინა, ქერის საშუალო მოსავლიანობამ - 2.1 ტონა/ჰა, სიმინდის - 2.8 ტონა/ჰა, კარტოფილის - 11.6 ტონა/ჰა, ბოსტნეულის - 10.1 ტონა/ჰა, აქედან პომიდვრის მოსავლიანობაა 13.4 ტონა/ჰა, კომბოსტოს - 33.1 ტონა/ჰა, ხახვის 6.8 ტონა/ჰა, თუმცა შემცირებულია კიტრის და ნივრის საშუალო მოსავლიანობები და შეადგენს კიტრის - 10.4 ტონა/ ჰა, ხოლო ნივრის 2.4 ტონა/ჰა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930