16-04-2020
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე კოვიდინფექციის გავრცელებასთან დაკავშირებით ქვეყნის მოსახლეობას თხოვნით მიმართავს და კიდევ ერთხელ მოუწოდებს, რომ ბრწყინვალე შვიდეულის განმავლობაში თავი შეიკავონ სასაფლაოებზე გასვლისგან.
გამყრელიძის თქმით, კორონავირუსის შემთხვევები კიდევ უფრო გაიზრდება.
"თუ წავედით იმ სცენარით როგორც დღეს მივდივართ და არ შევარბილებთ ამას, მაისის 10-თვის დაახლოებით მივიღებთ 2000-დან 2500 შემთხვევას. ინფექციას ვერ გავექცევით, გაიზრდება ინფექცია, მაგრამ დამოკიდებულია იმაზე თუ რაოდენ სწრაფად გამოვავლენთ ადრეულ ეტაპზე. 2000 შემთხვევას მოუვლის ჯანდაცვის სისტემა, მაგრამ 5, 8, 10 ათასს ვერ მოვუვლით იცოდეთ და გვექნება ბევრი მსხვერპლი. ბრწყინვალე შვიდეულის განმავლობაში ნუ გავალთ სასაფლაოებზე, ნუ გვამართავთ იქ სმა-ჭამას, თითო ადამიანი გავიდეს და თითო კვერცხი გააგოროს თუ შეიძლება. ამ წელს შევასრულოთ ეს გამონაკლისი. იმიტომ რომ ამან შეიძლება ისეთ სპირალში შეგვიყვანოს, საიდანაც ძალიან გაგვიჭირდება გამოსვლა", - განაცხადა "რუსთავი 2"- ის ეთერში ამირან გამყრელიძემ.