გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„მთავარ არხს“ ნოდარ მელაძის შემდეგ თამარ ბაღაშვილი და თეა ადეიშვილიც ტოვებენ (?!)

16-04-2020

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით ნოდარ მელაძის შემდეგ „მთავარი არხი“ შესაძლოა საინფორმაციო სამსახური კიდევ რამდენიმე ჟურნალისტმაც დატოვოს.

 

განიხილებოდა ვერსია, რომ საინფორმაციო სამსახურის პოსტზე ნოდარ მელაძეს ჟურნალისტი თამარ ბაღაშვილი შეცვლიდა, თუმცა, როგორც „პრაიმტაიმს“ ტელეკომპანიიდან აცნობეს, ბაღაშვილმა მელაძის შეცვლაზე უარი განაცხადა.

 

უფრო მეტიც, მან, შესაძლოა, ტელეკომპანია თავადაც დატოვოს.

 

ერთ-ერთი ვერსიით, ბაღაშვილი „ფორმულაზე“ გადადის და იქ 20 საათზე მთავარ საინფორმაციო გამოშვებას წაიყვანს.

 

ამავე ტელეკომპანიაში აპირებს, სავარაუდოდ, გადასვლას თეა ადეიშვილიც.

 

საინფორმაციო სამსახურის უფროსის პოსტზე ტელეკომპანიის ხელმძღვანელობა ასევე განიხილავდა კურიერის წამყვანის, პაატა იაკობაშვილის, კანდიდატურას. თუმცა, „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, საბოლოოდ გადაწყდა, რომ საინფორმაციოს მთავარი პროდუსერის თანამდებობა გაუქმდება.

 

რაც შეეხება თავად ნოდარ მელაძეს, არსებული ინფორმაციით, ის „ტვ პირველზე“ გადადის.

 

მთავარ არხს სავარაუდოდ დატოვებს ჟურნალისტი თამთა დოლენჯაშვილიც.

 

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, ნოდარ მელაძემ, გენერალურ დირექტორთან, ნიკა გვარამიასთან უთანხმოების გამო, 13 აპრილს დატოვა.

 

ამ დრომდე არხის ყველა თანამშრომელი საჯარო განცხადების გაკეთებისგან თავს იკავებ

primetime.ge/

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930