გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი ვოლსკი: ხელისუფლება საპატრიარქოსთან ერთად ფიქრობს არ შეირყეს საფუძველი, რაზეც ქვეყანა დგას

16-04-2020

„ხელისუფლება საპატრიარქოსთან ერთად ფიქრობს არ შეირყეს ის საფუძველი, რაზედაც საქართველო დგას და საფუძველთაგან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის ეკლესია და ტრადიცია, რომელიც საუკუნის განმავლობაში მოგვდევს. ნურც რელიგიურ პირებს მივაყენებთ შეურაცხყოფას, ვინც მოგვიწოდებს თავის შეკავებისკენ და ნურც მთავრობას ჩავთვლით გულუბრყვილოდ, რომ ვერ ხვდებოდეს, რა საფრთხეები შეიძლება შეექმნას ხვალინდელ დღეს“, -განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ PosTv- ის ეთერში.

მისივე თქმით, საპატრიარქოს მიერ გაკეთებული უნდა გაიაზროს თითოეულმა ადამიანმა და მიხვდეს რას მოგვიწოდებს ეკლესია.

„ეკლესია ვერ დაიხურება, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვართ მძევალი. პირიქით, რასაც პრემიერ-მინისტრი ამბობს, ის ხვალინდელ დღეზეც არის გათვლილი, რომ საზოგადოებაში არ შეიქმნას დაპირისპირება მორწმუნეთა შორის - რომლებიც ფიქრობენ, რომ მათი მისვლა აუცილებელია ეკლესიაში და რომლებიც ფიქრობენ, რომ მათი მისვლა აუცილებელი არ არის. მთავრობამ, რეალურად, იმაზეც უნდა იფიქროს, რომ საზოგადოების შიგნით არ გაჩნდეს დაპირისპირება, მითუმეტეს, ჩასაფრებული ხალხის არსებობის გათვალისწინებით“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის განცხადებით, მოცემულ სიტუაციაში პასუხისმგებელია თითოეული მოქალაქე.

„რაც არ უნდა მოგვიწოდონ ეპიდემიოლოგებმა, რაც არ უნდა პოლიციელების დიდი პოსტები გავშალოთ მთელ ქალაქში და სახელმწიფოში, თუკი ადამიანმა არ გაითავისა, რომ საფრთხეს უქმნის მეორე ადამიანს, საფრთხეს უქმნის საზოგადოებას, საფრთხეს უქმნის არა მარტო სასულიერო პირებს, არამედ ეკლესიას და მის ავტორიტეტს, ვერაფერი ვერ დააკავებს იმ უბედურებას, რაზედაც გვესაუბრებიან ჩვენი ეპიდემიოლოგები და ავტორიტეტული ექიმები. მათ რეალურად იციან, რა შეიძლება ამას მოყვეს. თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა დღეს გადამწყვეტია“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.​

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930