გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
Daily Express: ქართველი ბიზნესმენი კორონავირუსთან ბრძოლაში უმსხვილესი კერძო დონორი გახდა მსოფლიოში

19-04-2020

ბრიტანული გამოცემა Daily Express-ი ბიძინა ივანიშვილის მიერ StopCov ფონდში 100 მილიონი ლარის გადარიცხვის შესახებ წერს.

„კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში ქართველი ბიზნესმენი გახდა მსოფლიოში ყველაზე მსხვილი ფინანსური წვლილის შემტანი კონკრეტული ქვეყნისთვის კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარების თვალსაზრისით საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და მილიარდერმა, ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ოჯახმა საქართველოს მთავრობის #STOPCOV ფონდს გადასცეს 100 მილიონი ლარი (დაახლოებით 25 მილიონი გირვანქა სტერლინგი) COVID-19-ის წინააღმდეგ საბრძოლველად.

ეს გახლავთ საქართველოს ისტორიაში ჯანდაცვასთან დაკავშირებული ყველაზე მსხვილი კერძო შეწირულობა, რომლითაც საქართველოს მთავრობას მიეწოდება კრიტიკული მნიშვნელობის ფინანსური დახმარება აღმოსავლეთ ევროპასა და ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში დაავადების გავრცელებასთან დაკავშირებული შეშფოთების ფონზე. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ გააკეთა შემდეგი განცხადება:

„ეს სახსრები გამოყენებული იქნება ჩვენი მოქალაქეების სასიკეთოდ COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში. ჩვენ ვიბრძვით ორ ფრონტზე: ჯანდაცვა და ეკონომიკა, და ყველა მობილიზებული რესურსი სწორედ ამ მიზნის მიღწევას მოხმარდება. ფონდმა ქართუ და ბიძინა ივანიშვილმა წლების განმავლობაში მილიარდობით დოლარის ოდენობის წვლილი შეიტანეს სასიკეთო საქმეებში. ჩემთვის, როგორც პრემიერ-მინისტრისთვის, ეს არის კიდევ ერთი დემონსტრირება იმისა, რომ ქვეყანას ამ ადამიანის, საქართველოს მოქალაქის სახით ჰყავს უნიკალური დაზღვევა. ეს ადამიანი და ეს ფონდი გვეხმარება ყველგან, სადაც საჭიროა სისტემური დახმარება. დღეს საზოგადოება ხედავს, როგორ მუშაობს ეს დაზღვევა რეალურ ცხოვრებაში. ეს თანხები გადაარჩენს ბევრ სიცოცხლეს და დაეხმარება საქართველოს ყველა მოქალაქეს კრიზისიდან გამოსვლაში“.

ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ოჯახმა ასევე დააარსეს „ფონდი ქართუ“, რომლის მეშვეობითაც მათ 3 მილიარდ დოლარზე მეტი გამოყვეს ქველმოქმედებისთვის საქართველოში სხვადასხვა სფეროში, დაწყებული თეატრების და სპორტული ცენტრების მშენებლობით და დამთავრებული კულტურული მემკვიდრეობის საამაყო მონუმენტების აღდგენით.

ჯანდაცვის სფეროში ივანიშვილის მიერ განხორციელებული ქველმოქმედების ოდენობა უდრის 500 მილიონ დოლარს. საქართველოს ისტორიაში ჯანდაცვასთან დაკავშირებული ეს ყველაზე მსხვილი კერძო შეწირულობა წარმოადგენს კრიტიკული მნიშვნელობის ფინანსურ მხარდაჭერას საქართველოს მთავრობისთვის კორონავირუსის გავრცელების შეკავების მიზნით. 2011 წელს ივანიშვილმა დააფუძნა პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება“, რომელმაც მისი ხელმძღვანელობით გაიმარჯვა 2012 და 2016 წლების საპარლამენტო არჩევნებში. 2012-2013 წლებში ივანიშვილი გახლდათ საქართველოს პრემიერ მინისტრი“, - წერია სტატიაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930