20-04-2020
ქვეყანაში ახალი კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი ისევ გაიზარდა და ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით უკვე კორონავირუსის 402 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.
მათ შორის 95 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 4 გარდაიცვალა.
კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი სპეციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის ქვეყანაში კარანტინის რეჟიმში 4782 ადამიანი იმყოფება, სტაციონარული დაკვირვების ქვეშ კი 503 ადამიანი რჩება.