21-04-2020
ჩრდილოეთ კორეის ლიდერი ქირურგიული ოპერაციის შემდეგ მძიმე მდგომარეობაშია- ამის შესახებ CNN-ი წერს.
გავრცელებული ინფორმაციით, კიმ ჩენ ინს გულის ოპერაცია ჩაუტარდა. ამერიკის დაზვერვა ამჟამად ამოწმებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ჯანმრთელობას სერიოზული საფრთხე ემუქრება.
კიმ ჩენ ინი საზოგადოების წინაშე ბოლოს 11 აპრილს გამოჩნდა, 15 აპრილს კი ის მრავალი წლის განმავლობაში პირველად მისი ბაბუის, კიმ ირ სენის დაბადების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას არ დასწრებია.