გაიგე განსხვავებული

სამშაბათი, ივნისი 10, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ევროკავშირი ახალ საგარეო საინვესტიციო გეგმას წარადგენს

21-03-2018

სასტუმრო "მარიოტში" დღეს ევროკავშირი ღონისძიებას უმასპინძლებს და თავის ახალ საგარეო ინვესტირების გეგმას წარადგენს.


ღონისძიებას, საქართველოს ვიცე–პრემიერი და ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ევროკომისიის სამეზობლოსა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების დირექტორატის გენერალური დირექტორის მოადგილე კატარინა მატერნოვა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დირექტორი კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში ბრუნო ბალვანერა გახსნიან.


ღონისძიებაზე საუბარი იქნება იმაზე, თუ რა სარგებელს მიიღებს საქართველო ევროკავშირის ინიციატივიდან, რომელიც ითვალისწინებს მომდევნო 4 წლის განმავლობაში 4.1 მილიარდი ევროს (12 მილიარდი ლარი) გამოყოფას. ამ ინიციატივის მიზანია სახელმწიფო და კერძო სტრუქტურების სტიმულირება, რათა მათ მოახდინონ ინვესტირება ევროკავშირის სიახლოვეს მდებარე ქვეყნებში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ჩათვლით.


მონაწილეები ექსპერტებთან ერთად განიხილავენ ინვესტირების შესაძლებლობებსა და გამოწვევებს შემდეგ სფეროებში: მდგრადი განვითარება და ურთიერთკავშირები, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესი, სოფლის მეურნეობა, მდგრადი ქალაქები და ციფრული ტექნოლოგიები.


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30