გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი კახიანი: საგანგებო მდგომარეობა ღამის 12:00 საათის შემდეგაც უწყვეტად გაგრძელდება

21-04-2020

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების პროცედურები განმარტა. მისი განცხადებით, საგანგებო მდგომარეობა პარლამენტის შეკრებამდეც და პრეზიდენტის შესაბამისი აქტის გამოცემამდე, უწყვეტად გაგრძელდება.

„საქართველოს მთავრობამ უკვე გააკეთა განცხადება, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა უნდა გაგრძელდეს. ცხადია, ამას პრეზიდენტის მხრიდან მოყვება შესაბამისი აქტის გამოცემა. ხვალ, 22 აპრილს გაიმართება პარლამენტი პლენარული სხდომა და მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას - საკანონმდებლო ორგანო მხარს დაუჭერს საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას. თუმცა ერთი დეტალი მინდა დავაზუსტო - არსებული რეჟიმი უწყვეტად გაგრძელდება და საგანგებო მდგომარეობა გაგრძელებულად ჩაითვლება პრეზიდენტის მიერ შესაბამისი აქტის გამოცემისთანავე. შესაბამისად, დღეს, ღამის 12 საათის შემდეგაც, ჩვეულებრივ გაგრძელდება საგანგებო რეჟიმი, პარლამენტი ხვალ დილიდანვე შეიკრიბება და საგანგებო რეჟიმის გაგრძელებას მხარს დაუჭერს, თუმცა პარლამენტის შეკრებამდეც საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გაგრძელებული იქნება“, - აღნიშნა გიორგი კახიანმა.​

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930