გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
ზურაბ გურული: თვითმკვლელობა ცოდვა არ არის, ის სულის გაყუჩებაა

22-04-2020

ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი და ნაციონალური მოძრაობის აქტიური მხარდამჭერი ზურაბ გურული საპატრიარქოს ამუნათებს და წერს, რომ თვითმკვლელობა ცოდვა არ არის და ის სულის დაყუჩებას ემსახურება.


“რატომ წვალობ პატივცემულო საპატრიარქოვ ასე კომიკურად, რომ თავი გაიმართლო ბავშვისთვის წესის ასაგებად?


არ არის სუიციდი ცოდვა. სუიციდი არის სულის აუტანელი ტკივილის გაყუჩება


-ტკივილი ყველაზე დიდი ბოროტებააო – წერდა ნეტარი ავგუსტინე. ასეა. ამიტომ ტკივილის გაყუჩების მცდელობა ვერ იქნება ცოდვა; მითუმეტეს სულის ტკივილის, ყველაზე აუტანელის და ყველაზე ძნელად გასაყუჩებელის.


ცოდვა ის არის, როცა სულის ტკივილის გასაყუჩებლად სხვა წამალი არ გააჩნია საზოგადოებას თუ მრევლს.


ამიტომ შეეშვით ამ მარაზმს, 21-ე საუკუნეა გარეთ. რელიგია რომ არ დალპეს დამდგარი წყალივით, უნდა მოძრაობდეს მუდმივად, ახლდებოდეს, მისდევდეს სამყაროს პროგრესს.


ნუ აწვალებთ ხალხსაც და ნუ წვალობთ თქვენც.


ამოიღეთ სუიციდი ცოდვების სიიდან. მიბაძეთ პროგრესულ ეკლესიებს”- ურჩევს საპატრიარქოს ზურაბ გურული. georgiadaily.net


ცნობისთვის: ამერიკაში მცხოვრებმა ექიმმა ცოტა ხნის წინ კორონავირუსთან ბრძოლის პროტოკოლის გამო ქართველი მედიკოსები გააკრიტიკა.





ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930