გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი სესიაშვილი: ახლა კონსოლიდაციაა საჭირო და არა პოლიტიკური სპეკულაცია და პოპულიზმი

22-04-2020

ახლა არის სწორედ კონსოლიდაციის საჭიროება და არა პოლიტიკური პოპულიზმით და პოლიტიკური სპეკულაციით დაკავება, განაცხადა საპარლამეტო ოპოზიციის საპასუხოდ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე რომან გოცირიძის და ოთარ კახიძის საპასუხოდ.

„მოვისმინე თქვენი პოზიცია, რომ არ უჭერთ მხარს თუ ეკონომიკური პროგრამა არ იქნება წარმოდგენილი და არ მიკვირს, რომ ამ რთულ ვითარებაში ხართ პოლიტიკური პოპულიზმით და პოლიტიკური სპეკულაციით დაკავებული და გეტყვით რატომ ვამბობ ამას. თქვენ კარგად იცით, რომ რეჟიმი, რომელსაც ითვალისწინებს საგანგებო მდგომარეობა, კონკრეტულად მიზანმიმართულია იმისკენ, რომ დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და სიცოცხლე, მოვახდინოთ, გავრცელების პრევენცია და რაც შეიძლება დროულად გამოვიდეთ ამ პანდემიიდან, რომ დავუბრუნდეთ ჩვეულ ცხოვრებას. ამისათვის არის საჭირო პირველ რიგში საგანგებო მდგომარეობა“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

მისივე თქმით, რაც შეეხება ეკონომიკურ ნაწილს, თავისთავად ცხადია ასეთივე რთული სახით არის ეს გამოწვევა - ეკონომიკური პრობლემები: „ყველას, თითოეულ ჩვენგანს, ხელისუფლებას ძალიან კარგად ესმის რომ ძალიან სერიოზული პრობლემები არის - სოციალური, ეკონომიკური - მთელი რიგი სახის და ყველა მიმართულებით, რა თქმა უნდა, ამ ვითარებაში მთელ მსოფლიოში და, მათ შორის, საქართველოშიც ეს გამოწვევები არის გაზრდილი, მაგრამ თქვენ რას ეუბნებით მოქალაქეებს? თქვენ იმის გამო, რომ პოლიტიკური პოპულიზმით სპეკულირებთ და აქცენტს აკეთებთ ეკონომიკურ პროგრამაზე, მოქალაქეებს ეუბნებით, რომ არ უჭერთ მხარს საგანგებო მდგომარეობას, ანუ ამ რეჟიმს და ეუბნებით ამ ხალხს - გამოდით ქუჩაში, სამსახურებში, იმგზავრეთ ავტობუსებით, დააავადეთ ერთმანეთი, გავრცელდეს პანდემია, დაემუქროს საფრთხე თქვენს სიცოცხლეს“, - აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.

კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ოპოზიცია ძალიან კარგად ხედავს, რომ მთავრობამ ძალიან დროულად მოახდინა სერიოზული ფინანსური რესურსის მობილიზება, მაგრამ მათ ამის დანახვა და აღიარება არ უნდათ.

„ძალიან ცუდია, რომ იმ ვითარებაში, როდესაც კონსოლიდაცია მოგვეთხოვება, და ეს აქაც, პარლამენტშიც უნდა ვაჩვენოთ, რა გჭირთ, რა დაგემართათ თქვათ, რომ ეს ძალიან კარგი შედეგია. ახლა ჩვენ უნდა ვისაუბროთ ეს თანხა სწორად როგორ უნდა მივმართოთ. უპასუხისმგებლოდ უდგებით საკითხს, იმიტომ, რომ პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“ და ამ ხელისუფლებას, რომელმაც ერთდროულად უნდა მართოს პანდემია, ამ კრიზისიდანაც უნდა გამოვიდეს, პოსტეპიდემიურ საკითხებზეც უნდა იმუშაოს, და მთელ რიგ მიმართულებას, განათლება იქნება, ჯანდაცვა, თავდაცვა თუ სხვა საკითხები, ამ ყველაფერს ერთდროულად უნდა მიხედოს. ამ რთულ ვითარებაში, როდესაც რაღაც ულტიმატუმებით საუბრობთ, და ამბობთ, ეკონომიკური პროგრამა თუ არ იქნება ხალხი მივუშვათ და ეს პანდემია გავრცელდეს და კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩავარდეს ეს ქვეყანა - ესაა სწორედ თქვენი დამოკიდებულება სახელმწიფოს და მოქალაქეთა მიმართ თქვენი ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის და მეტი არაფერი“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ირაკლი სესიაშვილის თქმით, არ შეიძლება იმის უარყოფაც, რომ მთელ რიგ მოქალაქეებს შეექმნათ ინდივიდუალური პრობლემები, იმიტომ, რომ ძალიან ძნელია საგანგებო მდგომარეობის დროს შეიმუშაო ისეთი წესები, რომლებიც ყველა მოქალაქის პირად პრობლემას ამოწურავს და მიუდგება, ეს წარმოუდგენელია, ამიტომ ყველა კითხვაზე მოსახლეობისთვის უნდა გვქონდეს პასუხები.

„ვაჩვენოთ პასუხისმგებლობა ჩვენს საზოგადოებას, რომ ეს ჭირი და უბედურება, რაც მთელ მსოფლიოს და ჩვენს ქვეყანას ემუქრება, ამას პრაგმატული, რაციონალური მოქმედებებით უნდა ვუპასუხოთ და არა პოლიტიკური პოპულიზმით, ან პოლიტიკური ინტერესების წინ წამოწევით. არ არის ახლა ამის დრო. ვიზირებ იმ ნაწილს, რომ კითხვებზე პასუხი საზოგადოებას უნდა ჰქონდეს. საზოგადოებასთან კომუნიკაციის თვალსაზრისით ხელისუფლება კარგად და სწორად მოქმედებს პირველივე დღიდან. საზოგადოებას უნდა ვუთხრათ, რომ ახალა არის კონსოლიდაციის საჭიროება“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930