გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ საბოტაჟის მოწყობა დაუშვებელია

22-04-2020

„ნაციონალური მოძრაობის ორივე განშტოების ლიდერები, პირდაპირ იყვნენ ჩართულნი მარნეულში გამართული აქციის ორგანიზებაში. ისინი ამ აქციაში მონაწილეობდნენ როგორც ლიდერები - აღნიშნულის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ირაკლი კობახიძემ ტვ „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განაცხადა.​

მისი თქმით, ყველაფერი იყო დღესავით ნათელი - იყო პოლიტიკური აქცია და ამ პოლიტიკური აქციის მიზნები არის ძალიან მკაფიო იმ პირობებში, როდესაც ადამიანები პირდაპირი მნიშვნელობით სიცოცხლისთვის იბრძვიან.

"ათეულობით ჩვენი მოქალაქეები ინფიცირებულები არიან და ექიმები მთელი თავიანთი საქმიანობით, ჩართული არიან ეპიდემიასთან ბრძოლაში. ამ პირობებში კეთდება ისეთი რამ, რაც ქმნის ეპიდემიის ხელოვნურ კერას, რაც ძალიან მძიმე ქმედებაა. ამ მძიმე ქმედებას ბუნებრივია, მკაცრი პასუხი უნდა გაეცეს. დაუშვებელია ასეთი ტიპის საბოტაჟის მოწყობა საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ. სამწუხაროდ, ეს პოლიტიკური ძალა არ იშლის ასეთ ქმედებებს და დღესაც ამის მორიგი გამოვლინება იყო მარნეულში“,-განაცხადა კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930