22-04-2020
„ხელისუფლება ზრუნავს მოქალაქეებზე, ზრუნავს ქვეყანაზე და არის წარმატებული ამ საქმეში. ოპოზიცია ეჭვიანობს ხელისუფლებაზე და ამ ეჭვიანობას ხანდახან აქვს მძიმე გამოხატულება. რაც შეეხება, ტესტებზე თუ სხვა ტიპის სპეკულაციებს ამას კიდევ არა უშავს თუმცა, ის რაც დღეს ვიხილეთ მარნეულში იყო ეჭვიანობის ძალიან მძიმე გამოვლინება“, - აღნიშნულის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ირაკლი კობახიძემ ტვ „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განაცხადა.
პარლამენტის წევრმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ოპოზიციას საკუთარი პოლიტიკური კარიერის მანძილზე, ერთხელ მაინც შეძლონ კონსტრუქციული მოქმედებით თავის გამოჩენა.
„ამის დიდი იმედი ჩვენ არ გვაქვს, მაგრამ შეგვიძლია ეს ზოგადი მოწოდება მათ მიმართ ძალაში დავტოვოთ. როგორიც არ უნდა იყოს მათი დღის წესრიგი, ჩვენ გვექნება ჩვენი დღის წესრიგი - ეს არის მაქსიმალური შედეგების მიღწევა, როგორც ჯანდაცვის კუთხით ასევე, ეკონომიკური და სოციალური თვალსაზრისით. ამისთვის მთელი სახელისუფლებო გუნდი მუშაობს ყოველდღიურ რეჟიმში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.