23-04-2020
გერმანიაში ქალს ჩანთა მოპარეს, რომელშიც 50 ათასი ევრო იდო. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ინციდენტი ჰამბურგში მოხდა. 52 წლის ქალმა პანდემიის გამო ბანკიდან მთელი თავისი დანაზოგი გამოიტანა და თავისი მანქანისკენ ბრუნდებოდა, როცა ველოსიპედით მოძრავმა ქურდმა მას ჩანთა ხელიდან გასტაცა. პოლიციაში აცხადებენ, რომ ჩანთის ქურდობისას ამხელა თანხის გატაცება იშვიათი მოვლენაა.
მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.