გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ტიკარაძე ინფიცირებულების შემცირებულ რაოდენობაზე: ასეთი დინამიკა კორონავირუსს ახასიათებს და არ ნიშნავს იმას, რომ პიკი გადავლილია

23-04-2020

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის გაცხადებით, კორონავირუსის ახალი შემთხვევების მცირე რაოდენობა არ მიუთითებს იმაზე, რომ პიკი გადავლილია.
ამასთან, ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას- რატომ ფიქსირდება ახალი შემთხვევების კლება, ტიკარაძემ უპასუხა, რომ კორონავირუსს ასეთი დინამიკა ზოგადად ახასიათებს.


"დინამიკაში იქნება ისეთი ტალღებიც, როცა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი იქნება მეტი, ვიდრე ინფიცირებულების. ასეთი დინამიკა კორონავირუსს ზოგადად ახასიათებს და არ ნიშნავს იმას, რომ პიკი გადავლილია. თუმცა მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ყველა ღონისძიება, რომელიც იყო გატარებული სახელმწიფოსა და მთავრობის მხრიდან, იყო მნიშვნელოვანი და ეს გახლავთ ეფექტი, რომ შევძელით და ვმართავთ ტალღებს და პიკურ ფაზას ისე, რომ არ გვყავს ათასობით პაციენტი.
მესმის გვიჭირს გადაადგილება, შეზღუდულია ტრანსპორტი, მაგრამ ყველა ეს ღონისძიება არის ისტრუმენტი, რის შედეგადაც ჩვენ გვყავს სტაციონალში 305 პაციენტი და არა გაცილებით მეტი"-განაცხადა ტიკარაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930