გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები უცხოური პრესა
«Tehran Times» (ირანი): აშშ-ს მიზანი საქართველოსა და უკრაინის მეშვეობით რუსეთის პოლიტიკური სისტემის შერყევაა

21-03-2018

ირანული გამოცემის, «Tehran Times»-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში გაანალიზებულია აშშ-რუსეთის დაძაბული ურთიერთობა, განხილულია ორი ზესახელმწიფოს კონფრონტაციის მიზეზები, რომელშიც მნიშვნელოვან როლს ნატოს ფაქტორი ასრულებს. პუბლიკაციაში საუბარია აგრეთვე ნატოს სამხედრო წრთვნებზე რუსეთის საზღვრებთან ახლოს, რუსული იარაღისა და 2008 წელს მომხდარი რუსეთ-საქართველოს სამხედრო კონფლიქტის შესახებ.


საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ ამონარიდს სტატიიდან:


თეთრ სახლსა და კრემლს შორის მიმდინარე კონფლიქტი, რომელიც, რა თქმა უნდა, უფრო სახიფათოა, ვიდრე ცივი ომის ეპოქაში მოხდარი სხვა დაპირისპირებები, თავის პიკს აღწევს. რუსეთ-საქართველოს ომი, რომელიც 2008 წლის აგვისტოში მოხდა, მოსკოვის სამხედრო დაპირისპირების ნათელი მაგალითია ვაშინგტონის ერთ-ერთ მოკავშირესთან. რუსეთ-საქართველოს ომი იყო ომი საქართველოს, რუსეთს და მოსკოვის მიერ მხარდაჭერილ თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებს - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის. რუსეთი და საქართველო ადრე საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შედიოდნენ.

ბრძოლების დროს რუსეთის არმიის ნაწილები საქართველოს დედაქალაქს - თბილისს მიუახლოვდნენ და ქვეყნის იმდროინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც აშშ-ის მოკავშირე იყო, კაპიტულაციაზე აიძულეს. აშშ-რუსეთს შორის დაპირისპირებაში დიდი როლი მიუძღვის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსაც: მისი აღმოსავლეთით გაფართოება და ბალტიიპირეთის რესპუბლიკების სამხედრო ორგანიზაციაში ჩართვა მოსკოვისათვის მიუღებელი იყო. შეერთებულ შტატების ძირითად მიზანი რუსეთის პოლიტიკური სისტემის შერყევაა ისეთი მეზობლების მეშვეობით, როგორიც [საქართველო] და უკრაინაა, - ნათქვამია პუბლიკაციაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930