გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია: 3 მილიარდი აშშ დოლარზე გარანტირებული წვდომა გვაქვს

25-04-2020

საქართველოს დაუფიქსირდა უპრეცედენტო საერთაშორისო მხარდაჭერა და ეს გამოიხატება იმაში, რომ ჩვენმა სტრატეგიულმა და საერთაშორისო პარტნიორებმა - აშშ-მა, ევროკავშირმა, გარდა იმისა, რომ სიტყვიერად გამოუცხადეს მხარდაჭერა საქართველოს მთავრობის მიერ გატარებულ ღონისძიებებს, ფინანსური მხარდაჭერის პაკეტების შესთავაზეს და დღეს ჩვენ ვართ პირველი ქვეყანა, რომელმაც კრიზისის პერიოდში საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეათანხმა ახალი პროგრამის პარამეტრები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე განაცხადა, სადაც ანტიკრიზისულ ეკონომიკურ გეგმას წარადგენს.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც მთავრობამ შეისწავლა არსებული მონაცემები და გამოიკვეთა, რომ ბიუჯეტის დასაბალანსებლად საჭირო იყო 3,9 მილიარდი ლარი, გააქტიურდა მუშაობა როგორც საერთაშორისო პარტნიორებთან, ასევე დონორებთან.

„ამ მუშაობას დასჭირდა თვე-ნახევარი, ორი თვე, რის შედეგადაც ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს დაუფიქსირდა უპრეცედენტო საერთაშორისო მხარდაჭერა და ეს გამოიხატება იმაში, რომ ჩვენმა სტრატეგიულმა და საერთაშორისო პარტნიორებმა - აშშ-მა, ევროკავშირმა, გარდა იმისა, რომ სიტყვიერად გამოუცხადეს მხარდაჭერა საქართველოს მთავრობის მიერ გატარებულ ღონისძიებებს, ასევე ფინანსური მხარდაჭერის პაკეტების შესთავაზეს და დღეს ჩვენ ვართ პირველი ქვეყანა, რომელმაც კრიზისის პერიოდში საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეათანხმა ახალი პროგრამის პარამეტრები. ამან ჩვენ სრულად გაგვიხსნა საშუალება, დაგვეწყო უფრო ეფექტური მუშაობა საერთაშორისო დონორებთან. ამ მუშაობის შედეგად, საქართველოს მთავრობამ, უკვე მოიპოვა 1,5 მილიარდი აშშ დოლარის დახმარების გარანტიები ბიუჯეტის და მთავრობის მიმართულებით, ისევე, როგორც ჩვენ მივიღეთ მყარი გარანტიები იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს კერძო სექტორს დამატებით ექნება წვდომა 1,5 მილიარდ აშშ დოლარზე. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მთავრობას, ეკონომიკას და კერძო სექტორს დასჭირდება დამატებითი ლიკვიდობა, ჩვენ გვაქვს სრულად გარანტირებული წვდომა 3 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის რესურსზე, რაც სისწრაფის და ეფექტურობის თვალსაზრისით დღეის მდგომარეობით ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930