გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია: ყველა ვინც ოფიციალურად მუშაობდა და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდგომ დაკარგა სამსახური, 6 თვის განმავლობაში მიიღებს დახმარებას 1200 ლარის ოდენობით - თვეში 200 ლარს

25-04-2020

ყველა ის დაქირავებით დასაქმებული პირი, რომელიც ოფიციალურად მუშაობდა და კრიზისის პერიოდში, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდგომ დაკარგა სამსახური, შემოსავალი და ვეღარ იღებს ხელფასს, მიიღებს დახმარებას სახელმწიფოს მხრიდან, 1200 ლარის ოდენობით, 6 თვის განმავლობაში, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანები ყოველთვიურად მიიღებენ 200 ლარს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე, ანტიკრიზისულ ეკონომიკურ გეგმის წარდგენისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დღეის მონაცემებით, დახმარებით სარგებლობას შეძლებს საქართველოს მინიმუმ 350 000 მოქალაქე, რაც ბიუჯეტისთვის ნიშნავს 460 000 000 ლარის ხარჯს.

„მიზნობრივი სოციალური დახმარება თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის - ეს არის ის ზრუნვის პაკეტი, რომელიც ყველა იმ მუშაობის შედეგად, რომელიც ჩვენ უკვე გავწიეთ, ჩვენ შეგვიძლია ჩვენს მოქალაქეებს შევთავაზოთ.

ეს არის ის მინიმუმი, რომელიც დღეს საქართველოს მთავრობას შეუძლია შესთავაზოს თითოეულ მოქალაქეს, იმ საკმაოდ შეზღუდული რესურსებიდან, რომელიც გამომდინარეობს ჩვენი ეკონომიკის სიმცირიდან, თუმცა ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ეს მეორე მხრივ, ჩვენ გვაკისრებს ვალდებულებას, ვიყოთ აბსოლუტურად სამართლიანები და მაქსიმალურად ეფექტურები და ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ამ კრიზისულ და ბრძოლის პირობებში, ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო, ყველაფერთან ერთად მოგვეცვა მაქსიმალური რაოდენობა ჩვენი ქვეყნის სოციალური ფენების, რათა თითოეულ მოქალაქემდე სხვადასხვა გზით სახელმწიფოს მხრიდან ზრუნვა და სოციალური დახმარება მისულიყო“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930