გაიგე განსხვავებული

ორშაბათი, ივლისი 14, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დიმიტრი ქუმსიშვილმა მიხაილ რუსთან ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები განიხილა

21-03-2018

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და ბელარუსის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილე მიხაილ რუსის შეხვდა, რომელიც ბელარუსის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.


შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები განიხილეს და თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრეს.

განსაკუთრებით გაესვა ხაზი საქართველოსა და ბელარუსის უმაღლესი ხელისუფლებების განსაკუთრებულ წვლილს ორი ქვეყნის პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით.


საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ყურადღება გაამახვილა ბელარუსის პრეზიდენტის დაგეგმილ ვიზიტზე საქართველოში, რომელიც, მისი განცხადებით, ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის კავშირების კიდევ უფრო განმტკიცებას.


შეხვედრაზე შეფასდა ორმხრივი ქართულ-ბელარუსული პროექტის განხორციელება, რომელიც საქართველოში ლიფტების ამწყობი საწარმოს ამოქმედებას შეეხება.
აღინიშნა, რომ პროექტის ამოქმედება შესაძლებელი გახდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, კომპანია „მოგილიოვლიფტმაშის“ და მისი ქართველი პარტნიორის SIS Business Service-ის ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგად.


შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორმხრივი ბიზნეს ურთიერთობების გაღრმავების აუცილებლობაზე.


ბელარუსის პრეზიდენტის ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველო-ბელარუსის ბიზნეს ფორუმის გამართვა, რომელშიც ორი ქვეყნის საქმიანი წრეების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. აღინიშნა, რომ ფორუმზე რამდენიმე ათეული კომპანია მიიღებს მონაწილეობას.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031