25-04-2020
იტალიაში კორონავირუსს უკვე 150 ექიმი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ ექიმების ასოციაციაზე დაყრდნობით ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
ორგანიზაციის ცნობით, ინფიცირებულთა საერთო რიცხვში ექიმების წილი დაახლოებით 10%-ს შეადგენს. საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსის 192 994 შემთხვევა დაფიქსირდა. 25 969 პაციენტი გარდაიცვალა, 60 498 კი განიკურნა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.