25-04-2020
„პოლიტიკაში, ცხოვრებისგან განსხვავებით, ცალმხრივი სიყვარული არ არსებობს. არ გამოდის ცალმხრივი ანგარიშის გაწევა და თანადგომა“ – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი“ განაცხადა.
მისივე თქმით, ახლა ვითარება შეიცვალა და სააკაშვილის დანიშვნა არა მხოლოდ პოლიტიკოსების, არამედ ქართველი ხალხის მიერაც შეურაცხყოფად იქნება მიჩნეული.
„მართალი გითხრათ, ერთგვარი პოლიტიკური დეჟა ვუ მაქვს – მეორედ სთავაზობს უკრაინის მორიგი პრეზიდენტი სააკაშვილს პოლიტიკურ თანამდებობას. ამ თემას აღარ განვავრცობ და უბრალოდ ვიტყვი, რომ ყველას კარგად გვახსოვს, როგორ დასრულდა მისი მოღვაწეობა პრეზიდენტ პოროშენკოს დროს, და ზელენსკის გუნდმა ეს უნდა გააანალიზოს. ამ ეტაპზე თვალს ვადევნებთ მოვლენებს და შესაბამის დიპლომატიურ თუ პოლიტიკურ ნაბიჯებსაც აუცილებლად გადავდგამთ“, – განაცხადა კალაძემ.
„ახლა მისი დანიშვნა, არა მხოლოდ პოლიტიკოსების, არამედ ქართველი ხალხის მიერაც შეურაცხყოფად იქნება მიჩნეული. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ისეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რომელიც ჩრდილს მიაყენებს ჩვენს მეგობრობას“, – აღნიშნა თბილისის მერმა.
შეგახსენებთ, რომ უკრაინული მედიით დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ, ოდესის ყოფილ გუბერნატორ მიხელ სააკაშვილს, მინისტრთა კაბინეტში თანამდებობა შესთავაზა.
აღნიშნული სააკშვილმა დაადასტურა.
24 აპრილს, სააკაშვილი უკრაინის მმართველი პარტიის „ხალხის მსახურის“ წარმომადგენლებს შეხვდა. პარტიაში აცხადებენ, რომ უმაღლესმა რადამ, შესაძლოა განიხილოს რეფორმების განხრით სააკაშვილის ვიცე-პრემიერობის კანდიდატურა, 28 ან 29 აპრილს.