26-04-2020
თურქეთში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევათა რაოდენობა ყოველდღიურად მცირდება. თუ 20 აპრილს ინფიცირებულთა რაოდენობა 4674-ით გაიზარდა, 22 აპრილს ზრდა 3082 იყო, 25 აპრილს კი 2861. შეიძლება ითქვას, რომ პიკმა უკვე გადაირა.
25 აპრილს ვირუსის შედეგად სულ 106 ადამიანი გარდაიცვალა, რაც 13 აპრილის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
23 აპრილს თურქეთი გახდა მე-7 სახელმწიფო, სადაც ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობამ 100 000-ს გადააჭარბა. დღეს ეს რიცხვი 107 773-ს შეადგენს, მათგან 2706 გარდაიცვალა, 25 582 გამოჯანმრთელდა, 79 485 მკუნრალობას ამჟამადაც განაგრძობს, საიდანაც 1782 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
გრინვიჩის დროით 25 აპრილის, 20:00 საათის მდგომარეობით სულ გამოვლენილია კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული 2.9 მლნ შემთხვევა, საიდანაც 202 ათასი გარდაიცვალა და მასზე 4-ჯერ მეტი 832 ათასი გამოჯანმრთელდა.