გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პაატა იმნაძე: მარტო ტესტების იმედზე რომ ვიყოთ და ბევრი პაციენტი გვეპარებოდეს, დღეს საქართველოს საავადმყოფოები უკვე სავსე იქნებოდა ავადმყოფებით

26-04-2020

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, პისიარ ტესტების მგრძნობელობა ძალიან მაღალია. მისივე თქმით, ეპიდემიურ სიტუაციაზე კონტროლი რომ სათანადო არ იყოს, დღეს ქვეყანაში ინფექციის იმდენად ფართო გავრცლება იქნებოდა, რომ პაციენტებს საავადმყოფოები ვერ დაიტევდა.


ამის შესახებ იმნაძემ დღეს გამართულ ბრიფიგზე განაცხადა.


"ოქროს სტანდარტი არის ყველაზე უკეთესი, რაც კი არსებობს ამ შემთხვევაში. დიახ, არსებობს ჩვეულებრივი „პისიარ“ ტესტები, თუ მასალა კარგად არის აღებული, თუ ის მოხვდა იმ ადგილას, სადაც ნაცხი იყო აღებული ცხვირ-ხახიდან, ამ შემთხვევაში მისი მგრძნობელობა არის ძალიან მაღალი. ზოგიერთი ქვეყნის კლინიკური გამოცდილებით აღმოჩნდა, რომ არ არის ასეთი ძალიან მაღალი ტესტირება „პისიარ“ ტესტითაც კი, ლაპარაკია აშშ-ის გამოცდილებაზე. არამგონია შეერთებულ შტატებში ამერიკის საკვებისა და მედიკამენტების კონტროლის ადმინისტრაცია​მ დაუშვა უხარისხო ტესტების გამოყენება, მაგრამ ეს არის იგივე ჩვენი ამერიკელი კოლეგების მიერ მოწოდებული მონაცემები. ჩვენ რომ მარტო ტესტების იმედზე ვიყოთ ამ ქვეყანაში და ჩვენ რომ გვეპარებოდეს ბევრი პაციენტი, დღეს საქართველოს საავადმყოფოები უკვე სავსე იქნებოდა ავადმყოფებით, საქართველოს საავადმყოფოები ვერ დაიტევდნენ პნევმონიან ავადმყოფებს. ბოდიში მინდა მოგიხადოთ, რომ ქვეყანაში არ არის ეპიდემიის ფართო გავრცელება, კიდევ ერთხელ ბოდიში თუ ამით იმედები გაგიცრუეთ"- განაცხადა იმნაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930