27-04-2020
თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსად ლაშა ჯოხაძე დაინიშნა. ინფორმაცია ამის შესახებ imedinews-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
ჯოხაძემდე ამ თანამდებობას კახა ბუხრაძე იკავებდა, რომელიც პარალელურად შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობას ითავსებდა.
კახა ბუხრაძე მუშაობას შსს-ს საპატრულო პოლიციის დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე განაგრძობს.