გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
იან კელი: ვნახეთ ჟენევის დეკლარაციის ტექსტზე ჯერ შეთანხმება მიღწეული არ არის

21-03-2018

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, იან კელის განცხადებით, ჟენევის დეკლარაციის რამდენიმე ვარიანტი არსებობს, მაგრამ ტექსტთან დაკავშირებოთ შეთანხმება ჯერ მიღწეული არაა.


ამის შესახებ კელიმ ჟენევის მოლაპარაკებების მორიგ რაუნდზე საუბრისას განაცხადა.


კელი იმედოვნებს, რომ  ჟენევის დისკუსიების ფორმატში პროგრესია და არსებობს ტექსტი, რომელსაც  შეიძლება ყველა მხარე დათანხმდეს.


„როდესაცვსაუბრობთყველამხარისდაპირებებზეძალისგამოუყენებლობისშესახებ, მნიშვნელოვანია ნდობა. სამწუხაროდ, ცხინვალის რეჟიმის საქციელი სასტიკია. რატომ ჰყავდა დატყვევებული ქართველი ჯარისკაცის ცხედარი კვირების განმავლობაში?! ასეთი საქციელი ნდობას ხელს ვერ შეუწყობს, ვიმედოვნებ, რომ ჟენევის პროცესში პროგრესია და არსებობს ტექსტიც, რომელზეც შეიძლება ყველა დათანხმდეს, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რაც გააკეთა ოსურმა მხარემ.


დიპლომატებს გვაქვს ასეთი გამოთქმა, არაფერია შეთანხმებული, სანამ ყველაფერი არ იქნება შეთანხმებული. სანამ ყველა მხარისთვის არ იქნება მისაღები ტექსტი, შეთანხმებაც არ იქნება მიღწეული. ჩვენ ვნახეთ ტექსტის რამდენიმე ვარიანტი. ვნახოთ, რა მოხდება ჟენევაში, მაგრამ რამდენადაც ვიცი ამ ეტაპზე ტექსტზე შეთანხმება ჯერ მიღწეული არ არის“-განაცხადა იან კელიმ.


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031