გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა

28-04-2020

აშშ-ში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვმა 1 010 507-ს მიაღწია. 26-დან 27 აპრილამდე ქვეყანაში 17 642 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც ამ პერიოდში მთელ მსოფლიოში დაფიქსირებული შემთხვევების მეოთხედზე მეტია.

ამ დროისთვის ვირუსს აშშ-ში 56 803 ადამიანი ემსხვერპლა, 139 162 კი გამოჯანმრთელდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930