გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ჩიქოვანი: საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება, როგორც კი ამის საშუალებას მოგვცემს ეპიდემიოლოგიური ვითარება

28-04-2020

საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენის გადაწყვეტილებას მივიღებთ, როგორც კი ამის საშუალებას მოგვცემს ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში ირაკლი ჩიქოვანმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში ჩართვისას განაცხადა.

პრემიერის პრესსპიკერის თქმით, კოვიდ-19 არის ისეთი მოვლენა, რომელთანაც მთელს მსოფლიოს ცხოვრების წესის ადაპტირება უწევს.

„საზოგადოებრივი ტრანსპორტი არის შეზღუდვის ძალიან მსხვილი ასპექტი, რომლის მოხსნაც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, ამიტომაც ის არ დავუკავშირეთ არც ერთ ეტაპს, რომელიც მთავრობის მხრიდან ეკონომიკის გახსნისა და შეზღუდვების შემსუბუქების თვალსაზრისით იყო წარმოდგენილი, მაგრამ ამაზე ვფიქრობთ. ჩვენ ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ, იმის მიუხედავად, ღონისძიებების შემსუბუქების რომელი ეტაპი იქნება, თუ ამის შესაძლებლობას მოგვცემს ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება“, - აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930