28-04-2020
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ამ დროისთვის 105 პაციენტი იმყოფება, აქედან 86 კორონავირუსით ინფიცირებულია.
კლინიკიდან დღეს „კოვიდ-19“-სგან გამოჯანმრთელებული ერთი პაციენტი ეწერება, უახლოეს მომავალში შესაძლოა, საავადმყოფო კიდევ დაახლოებით 16-მა პაციენტმა დატოვოს.
კლინიკის ექიმის ლევან რატიანის განცხადებით, მათი პირველადი ტესტის პასუხი უარყოფითია და განმეორებითი კვლევის შედეგებს ელოდებიან.
„დღეს ეწერება ერთი პაციენტი. გუშინ გაგზავნილი იყო რამდენიმე ათეული ტესტი და მოვიდა პირველადი უარყოფითი. გაგზავნილია დღეს განმეორებით და ველოდებით პასუხს. ალბათ 15-16 პაციენტი დატოვებს კლინიკას იმ შემთხვევაში, თუ უარყოფითი პასუხები მოვა“, – განაცხადა რატიანმა.