29-04-2020
ამერიკული ფარმაცევტული გიგანტის Pfizer-ის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გატესტას მომდევნო კვირიდან დაიწყებს, ფართო გამოყენებისთვის კი ის შესაძლოა უკვე შემოდგომის ბოლოს იყოს მზად. ამის შესახებ Wall Street Journal-ი წერს.
Pfizer-ი გერმანულ ფარმაცევტულ კომპანია BioNtech-ითან ერთად მუშაობს. კლინიკური ცდები მოხალისეებზე გერმანიაში უკვე დაიწყო.
ნიუ-იორკულმა კორპორაციამ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შესაქმნელად 650 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა.
როგორ კომპანიები აცხადებენ, რომ წლის ბოლოს ვაქცინა შესაძლოა, მილიონობით ადამიანმა მიიღოს. თუმცა ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად წარმატებული იქნება ცდები.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.