29-04-2020
„სანამ მიხეილ სააკაშვილი თავის თავს უკრაინის ხელისუფლებას ატენის და სახურავზე ჯდომის სამართლებრივ ასპექტებს მედიაში არჩევს, „ქართული ოცნების“ ლიდერი უმსხვილესი დონორია კორონავირუსთან ბრძოლაში“ - ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ნიკოლოზ მჭედლიშვილი ბრიტანულ გამოცემა The Telegraph-ში გამოქვეყნებულ სტატიას.
მისი თქმით, განსაკუთრებით საამაყოა, რომ საქართველოს მასშტაბის, მცირე ქვეყნის მოქალაქე, კორონა ვირუსთან ბრძოლის კუთხით ნომერ პირველ ქველმოქმედად არის დასახელებული.
„მიხეილ სააკაშვილი სანამ თავის თავის თავს უკრაინის ხელისუფლებას ატენის და სახურავზე ჯდომის სამართლებრივ ასპექტებს მედიაშია არჩევს, ბრიტანული გამოცემა The Telegraph წერს, რომ COVID-19-თან ბძოლის კუთხით გაღებული დონაციებით, „ქართული ოცნების“ ლიდერი უმსხვილესი დონორი კორონავირუსთან ბრძოლაში. თან, ეს per capita იანგარიშება, რაც ერთ სულ მოსახლეზე გაღებულ ქველმოქმედებას ნიშნავს და ამ მხრივ, განსაკუთრებით საამაყოა, რომ საქართველოს მასშტაბის, მცირე ქვეყნის მოქალაქე, ვირუსთან ბრძოლის კუთხით ნომერ პირველ ქველმოქმედად არის დასახელებული. ბრიტანული მედია სტატიაში წუხილს გამოთქვამს, რომ აღნიშნულ სიაში მხოლოდ ორი ბრიტანელი მოხვდა და მათი ქვეყნის წამომადგენელი ბიზნესმენები საკმარისად არ აქტიურობენ“ - წერს ნიკოლოზ მჭედლიშვილი.