გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბექა ლილუაშვილი: პენსიების ზრდასთან დაკავშირებით სახელმწიფოს კონკრეტული მექანიზმი შემოაქვს

1-05-2020

პენსიის ზრდა, ეს არის კიდევ ერთი საკითხი, რომელიც, როგორც დღგ-ს შემთხვევაში, აქაც სისტემურად გადაწყდება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში მექა ლილუაშვილმა განაცხადა.

მან განმარტა, თუ რა მოლოდინი უნდა ჰქონდეს საზოგადოებას ამ მიმართულებით.

„პირველი გახლავთ ის, რომ ფაქტობრივად, ივნისიდან, 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისთვის, საპენსიო ანაზღაურება იზრდება 30 ლარით, რაც ფაქტობრივად, დაეხმარებათ მათ, დამატებით, ამ ეკონომიკური კრიზისის პირობებში და მათ მოწყვლადობას შედარებით გამოასწორებს, ფინანსური თვალსაზრისით, რა თქმა უნდა. ხოლო პირველი იანვრიდან, 70 წლამდე კატეგორიის პენსიონერები და ასევე, 70 წელს ზემოთ პენსიონერები მიიღებენ მინიმუმ 20 და 25 ლარიან საპენსიო დანამატს, გარდა ამ 30 ლარის დანამატისა.


ეს მინიმუმ ნიშნავს შემდეგს, რომ პენსიების ზრდასთან დაკავშირებით სახელმწიფოს შემოაქვს კონკრეტული მექანიზმი, რაც არის შემდეგი, რომ ყველა პენსიონერს, პენსია გაეზრდება ფასების ზრდის და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელთან მიმართებაში. ეს ნიშნავს იმას, რომ ყოველ კონკრეტულ, ცალკე აღებულ წელს, პენსია იქნება უფრო მეტად გაზრდილი, ვიდრე ფასების დონე გაიზრდება ქვეყანაში. თუმცა, ამ ზრდის მაჩვენებელს აქვს მინიმუმი ზღვარი და ეს არის 20 ლარი 70 წლამდე და 70 წლის შემდეგ 25 ლარი. რა თქმა უნდა, შესაძლოა, ამ პარამეტრებიდან გამომდინარე, ფულად ჭრილში, ეს ზრდა იყოს ამ მინიმუმებზე მეტი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930